CR7-ის უგოლო სერია გრძელდება
კრიშტიანო რონალდო კვლავ ვერ ახერხებს მეტოქის კარში ბურთის შეგდებას.
პორტუგალიელმა სუპერ-ვარსკვლავმა პრიმერა დივიზიონში ბოლოს 18 იანვარს გაიტანა გოლი, როდესაც "თეთრები" მადრიდულ კლუბს, "ხეტაფეს" უპირისპირდებოდნენ. ამის შემდეგ იყო შეხვედრა "კორდობასთან", სადაც რონიმ კვლავ ვერ მოახერხა თავის გამოჩენა და სამწუხაროდ დისკვალიფიკაციაც მიიღო.
არასპორტული საქციელის გამო კრიშტიანომ "სოსიედადთან" და "სევილიასთან" მატჩები გამოტოვა. მადრიდულ დერბიში კი "კალდერონზე" "რეალის" ფეხბურთელებმა ვერცერთი გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ბოლოს კი იყო შეხვედრა "დეპორტივოსთან", სადაც რონალდოს მინდვრის დატოვება ისევ უგოლოდ მოუხდა.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მადრიდელთა "7"-იანი სასურველ ფორმაში არ არის, თუმცა "დეპორთან" დაპირისპირებაში რონიმ მოუმატა და არაერთი სანახაობრივი ფინტით დაგვამახსოვრა თავი. კრიშტიანომ აგრეთვე საგოლე გადაცემაც მიითვალა.
Marca.com
- 15 თებერვალი 2015
- 4 044
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.