ანჩელოტი: "კონცენტრაცია მოვადუნეთ და ამისთვის დავისაჯეთ"
"დეპორტივოსთან" მატჩის წინ კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა
"მონდომება, კონცენტრაცია და ძალა დავკარგეთ. არ ვიცი, ეს რამდენად ნორმალურია, მაგრამ ეს ისაა, რახ მოხდა. ეხლა თავიდან უნდა დავიწყოთ მუშაობა და იმ მიზნებზე ფიქრი, რომლის მოგებაც კიდევ შესაძლებელია"-განაცხადა ანჩელოტიმ
მომავალი: "ახლა უმთავრესი კვირაა, რომელშიც გამოჩნდება, თუ რა მოხდება მომავალში. "კალდერონზე" მარცხი არ იყო ნორმალური, მაგრამ ასეთებიც ხდება..."
კრიშტიანოს წვეულება: "ეს პირადი თემაა. ფეხბურთელების პირად ცხოვრებაში არასდროს ჩავრეულვარ და დღეს ნამდვილად არ ვაპირებ ამის დაწყებას. ყველა თვითონ ირჩევს, თუ რა უნდა გააკეთოს. პრობლემა ის უფროა, რომ ვიღაც ფიქრობს ეს გავლენას ახდენს ფეხბურთელის პროფესიონალიზმზე. ამ ფეხბურთელებმა არაერთხელ აჩვენეს თავიანთი პროფესიონალიზმი. წინა წელს, წელს. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ყველაფერში. კლუბისადმი ერთგულები არიან. პირადულში კი ყველა ისე იქცევა, როგორც მათ სურთ. მე მათ ვაფასებ მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე და ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს."
რონალდუს საქციელი: "თამაშის შემდეგ ყველანი იმედგაცრუებულები ვიყავით. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ეს მოტივაციაა მომავლისთის. რაც ვარჯიშზე ვნახე არის ის, რომ ყველამ, მათ შორის რონალდუმ, კარგი რეაქცია გამოავლინეს, მათ ესმით პრობლემის არსი. იმედი მაქვს, ხვალინდელ თამაშში ვნახავ მათ რეაქციას."
ფლორენტინო: "პრეზიდენტმა გამოხატა თავისი იმედგაცრუება, მაგრამ მას სჯერა ამ გუნდის და ენდობა მას."
ლუკას სილვა: "ხვალ სასტარტოში არ დაიწყებს, მაგრამ ექნება თამაშის საშუალება. ის იზრდება და ეჩვევა აქაურობას. მოედანზე ხვალ კროოსსა და ილარას იხილავთ."
ცვლილებები: "გუნდის შეცვლას დიდად არ ვაპირებ."
წყარო: AS
- 13 თებერვალი 2015
- 3 385
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.