"რეალის" ლიდერობის 100 დღე
მადრიდის "რეალი" უფერული სტარტის შემდეგ პირველ ადგილს ლა ლიგის მე-10 ტურში დაუეფლა, მას შემდეგ კი უკვე 100 დღეზე მეტი გავიდა და კლუბი ლიდერობას არავის უთმობს...
1 ნოემბერს "გრანადასთან" მოგებულმა მატჩმა (0-4) კარლო ანჩელოტის გუნდს პირველი ადგილის დაკავების საშუალება მისცა, მას შემდეგ "მერენგებს" ლიდერობა დაბევებული აქვთ და არავის უთმობენ საკუთარ პოზიციას.
გალიდერების შემდეგ "ბლანკოსი" 10-ჯერ წარმატებით გამოვიდა მოედანზე 2-ჯერ კი დამარცხდა, კარლო ანჩელოტის გუნდის წინააღმდეგობის გადალახვა "ვალენსიამ" და მადრიდის "ატლეტიკომ" მოახერხეს.
"გრანადასთან" მატჩის ჩათვლით "რეალს" 37 გოლი აქვს ლა ლიგაში გატანილი და მხოლოდ 12 მიღებული.
ამ ეტაპზე უახლოესი მდევარი "ბარსელონაა", რომელიც სამეფო კლუბს 1 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსანი "ატლეტიკო" კი 4 ქულიან ჰანდიკაპს ინარჩუნებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპის წამყვან 6 ჩემპიონატში მადრიდულ გუნდს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
- 13 თებერვალი 2015
- 2 012
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.