ტრისტანი:"სამეფო კლუბისა და "დეპორის" ისტორიულ მატჩები მახსოვს"
დიეგო ტრისტანი, რომელიც წლების მანძილზე იცავდა "დეპორტივოს" ღირსებას, აცხადებს, რომ "რეალი"-"დეპორტივოს" ყველა დაპირისპირება ისტორიულია...
"შაბათს ქომაგები კიდევ ერთ ისტორიულ მატჩს იხილავენ. მადრიდის "რეალი" მოწოდების სიმაღლეზე დგას, "დეპორტივოს" კი აშკარა პრობლემები ჰქონდა, რამაც განვლილ წლებში განვითარებული მოვლენები გამოიწვია, მაგრამ ამ ეტაპზე კლუბი აღზევების პროცესშია."
"რიასორზე მადრიდელებს ყოველთვის უჭირდათ, მახსოვს რამხელა მონდომებით თამაშობდა დედაქალაქური კლუბი იმისათვის, რომ ლა კორუნიელთა სტადიონზე წარმატებისთვის მიეღწია, მაგრამ თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე მისია შეუსრულებელი იყო."
"კატალონიის "ბარსელონასთან", მადრიდის "რეალთან" "ატლეტიკოსთან" და "ვალენსიასთან" ერთად სწორედ "დეპორტივო" დგას და არა სხვა კლუბები."
"ვიმედოვნებ, სულ ცოტა ხანში ლა კორუნიელები ჩემპიონთა ლიგის ოთხეულისთვის იბრძოლებენ."
- 12 თებერვალი 2015
- 2 292
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.