რონალდო ნებდება
კრიშტიანო რონალდო საშინელ ფორმაშია.
პორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმა 2015 წელს ცხრა მატჩი ჩაატარა, აქედან სამში იგი დამარცხდა. მის ანგარიშზე კი მხოლოდ 4 გოლია. რონალდოს მაჩვენებელი ოქროს ბურთის მიღების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა.
ნახევარ სეზონში კრიშტიანომ 29 გოლის გატანა შეძლო. ლა ლიგის პირველი ტურებიდან ჩანდა, რომ თითქოს მიმდინარე სეზონში CR7 კვლავ ახალ რეკორდებზე იყო ორიენტრიებული, თუმცა 12 იანვრის შემდეგ მისმა შედეგებმა უკუსვლა დაიწყო.
აღსანიშნავია ისიცნ, რომ მსოფლიო საკლუბო მუნდიალიც საკმაოდ მძიმედ ჩაატარა მადრიდელთა "7"-იანმა. ამის შემდეგ იგი ბევრს მუშაობდა, რათა სასურველ ფორმაში შესულიყო და მისი გვარი კვლავ ესკანდირა მადრიდელ გულშემატკივარს, მაგრამ უშედეგოდ.
ფანები იმედს გამოთქვამენ, რომ რონალდო არ დანებდება და კვლავ საუკეთესო კონდიციებში დაბრუნდება მწვანე მინდორზე.
Marca.com
- 11 თებერვალი 2015
- 7 683
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.