მადრიდის "რეალი" "მაიკროსოფტთან" თანამშრომლობს
მადრიდის "რეალმა" და ორგანიზაცია "მაიკროსოფტმა" თანამშრომლობა გადაწყვიტა.
"სამეფო კლუბი მუდამ ცდილობდა ახლოს ყოფილიყო ტექნოლოგიურ პროდუქტთან, რაც ჩვენს ფანებს ხელს უწყობს თავიანთ საყვარელ კლუბთან დაკავშირებუთ უახლესი ინფორმაცია მაქსიმალურად სწრაფად მიიღონ." - განაცხადა ემილიო ბუტრაგენიომ.
სებასტიან ლანჩესტერმენმა, "მაიკროსოფტის" უფროსმა ოპერაციონისტმა კონფერენციაზე საინტერესო და სასიხარულო სიტყვა თქვა მადრიდისტებისთვის: "ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი კომფორტი შევუქმნათ "ბლანკოსის" გულშემატკივრებს. მათ მატჩების მიმდინარეობის დროს მიეცემათ საშუალება გატანილი გოლები იხილონ სხვადასხვა განსხვავებული რაკურსით. ჩვენი პროგრამული სისტემის საშუალებით მადრიდისტები წარმოუდგენელ სიახლოვეს იგრძნობენ მადრიდის "რეალის" შემადგენლობასთან და კლუბში მიმდინარე პროცესებთან."
Marca.com
- 11 თებერვალი 2015
- 2 027
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.