მიმდინარე სეზონში გოლის გატანა "რეალიდან" 16-მა ფეხბურთელმა მოახერხა
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში კიდევ ერთ ასპექტში გამოირჩევიან, რომლითაც სხვა კლუბი ვერ დაიქვეყნიან...
საქმე ეხება 16 ფეხბურთელს, რომელმაც თეთრი მაისურით მეტოქის კარის აღება მოახერხა.
შემტევებიდან ყველაზე მეტი გოლი რაღა თქმაუნდა კრიშტიანო რონალდუზე მოდის, მას კარიმ ბენზემა და გარეთ ბეილი მოჰყვებიან, ასევე ხშირად იტანს ხამეს როდრიგესიც.
მიუხედავად მწირი სათამაშო დროისა, გოლების გატანა ხავიერ ერნანდესმაც მოახერხა.
უმძიმესი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ხესე როდრიგესმა გულშემატკივრების გულის მოგება უკვე მოახერხა და მეტოქის კარი აიღო.
ნახევარმცველებს შორის ტონი კროოსმა, ლუკა მოდრიჩმა და "კანტერანომ" მედრანმა მოახერხა თავის გამოჩენა, ისინი ხშირად ნამდვილად არ იტანენ, თუმცა აქ საუბარი თუნდაც ერთხელ თავის გამოჩენაზეა.
რაც შეეხება დაცვას. სერხიო რამოსი, კეპლერ პეპე, რაფაელ ვარანი, მარსელო, არბელოა და ნაჩო - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებმაც წლეულს გუნდის წარმატებაში საკუთარი გოლებით შეიტანეს წვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები საკუთარი კარის უსაფრთხოებით არიან დაკავებულნი, ხშირად ახერხებენ მეტოქის გოლკიპერთა დამწუხრებასაც.
- 11 თებერვალი 2015
- 2 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.