საუკეთესო ლიდერები ევროპაში
მადრიდის "რეალი" ევროპის წამყვანი 6 ლიგის გუნდებს შორის საუკეთესო ლიდერია, რომლის მაჩვენებელზე ბევრი ევროპული გრანდი იოცნებებდა...
წლევანდელ სეზონში ჯერ-ჯერობით ვერავინ მიაღწია კარლო ანჩელოტის გუნდის შედეგს, რომელსაც 22 მატჩში 18 მოგება აქვს, თითოეულ დაპირისპირებაში კი საშუალოდ 3.2 გოლის გატანას აპირებს, ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, რომ იანვრის თვე და თებერვლის დასაწყისი "ბლანკოსისთვის" არც ისე სახარბიელო იყო.
დედაქალაქელთა ანგარიშზე უკვე 70 გოლია, რისი უმეტესობაც რაღა თქმა უნდა კრიშტიანო რონალდუსა და კარიმ ბენზემაზე მოდის.
ქულების თვალსაზრისით "რეალის" დონის მაჩვენებელი ლონდონის "ჩელსის" აქვს, რომელსაც ასევე 54 უწერია აქტივში, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ პრემიერლიგაში უკვე 24 ტურია ჩატარებული, ლა ლიგაში კი 22. "ჩელსის" 17 მოგება და 54 გოლი აქვს.
იტალიაში ტურინის "იუვენტუსი" დომინირებს, რომელსაც "ბლანკოსის" რაოდენობის მატჩები აქვს ჩატარებული, მაგრამ ერთით ნაკლები ქულა მოპოვებული.
გადავხედოთ ისტორიას. კარლო ანჩელოტისთვის მიმდინარე სეზონში დაფიქსირებული შედეგი საუკეთესოობის მხრივ მესამეა. "ბლანკოსს" 1960/61 წლების სეზონში ლა ლიგის 22 ტურის თავზე 72 გოლი ჰქონდა გატანილი და 19 მოგებით იწონებდა თავს, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით კი 2011/12 წლებში 22 ტურში გუნდს ასევე 19 მოგება, მაგრამ 75 გოლი ჰქონდა დაგროვებული.
- 11 თებერვალი 2015
- 2 636
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.