დაბრუნების წელი: კაზემირო და ჩერიშევი
"მადრიდის რეალი" განათხოვრებული ფეხბურთელების დაბრუნებას აპირებს ზაფხულში.
"მადრიდის რეალი" არამარტო მორატას ევოლუციას აკვირდება იტალიაში, არამედ ძალიან დიდი ყურადღებით უცქერს მისი ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებას, რომლებსაც კონტრაქტები 2017 წლამდე აქვთ კლუბთან, მაგრამ ამჟამად განათხოვრებულები არიან. საუბარია კაზემიროსა (22 წლის) და ჩერიშევზე (24 წლის). პირველი მათგანი "პორტოში" გამოდის, ხოლო ეროვნებით რუსი ფეხბურთელი კი "ვილიარეალში" ირჯება.
კლუბს მოსწონს მათი განვთარების ტემპი და ორივე მათგანის დაბრუნებას აპირებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას.
წყარო: AS
- 11 თებერვალი 2015
- 3 010
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.