მოდრიჩის დაბრუნების თარიღი კვლავ უცნობია
„15 დღეში ლუკა მოდრიჩი გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს“ - კარლო ანჩელოტის ამ განცხადების შემდეგ, ზუსტად 19 დღე გავიდა.
ხორვატმა ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების მაისურით, 16 ნოემბერს მიიღო მძიმე დაზიანება და მას შემდეგ მკურნალობს.ფეხბურთელთან დაკავშირებით ხშირად ვრცელდება დამაიდებელი ინფორმაციები, თუმცა, ჯერჯერობით, არავინ იცის, თუ როდის ჩაერთვება საქმეში „რეალის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა.
უკვე 86 დღიანი პაუზის განმავლობაში, მოდრიჩმა 4 ქალაქში, სხვადასხვა სპეციალისტების მეთვალყურების ქვეშ ჩაიატარა სარეაბილიტაციო კურსი.იმედი ვიქონიოთ, რომ ლუკა მალე გამოჩნდა მწვანე მინდროზე.
AS
- 10 თებერვალი 2015
- 1 535
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.