მეორე ვარჯიში: ილიარამ და ვარანმა მთავარ ჯგუფთან ერთად იმუშავეს
პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურის თამაშამდე, „რეალის“ მოთამაშეებმა მეორე სესია გამართეს.
ორშაბათის ვარჯიშის განსხვავებით, რაფაელ ვარანმა და ასიერ ილიარამენდიმ თანაგუნდელებთან ერთად, სრული დატვირთვით იმუშავეს.ანჩელოტის განკარგულებაში იყო 16 წლის ოდეგარი, რომელიც უკვე ინტენსიურად ირჯება უფრო მადრიდისტებთან.
ტრავმირებულმა ფეხბურთელებმა (რამოსი, პეპე, მოდრიჩი, ხამესი და ხედირა) ინდივიდუალური პროგრამით იმუშავეს.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „დეპორტივოს“ დაპირისპირება, 14 თებერვალს, 21 საათზე აიღებს სტარტს.
AS
- 10 თებერვალი 2015
- 1 526
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.