"სიტი" და "იუნაიტედი" ანჩელოტის უმიზნებენ

მას შემდეგ, რაც მადრიდის "ატლეტიკომ" თანაქალაქელი "რეალი" 4-0 გაანადგურა და მთელი ესპანეთი აალაპარაკა, ბრიტანულ და იტალიურ წყაროებში ახალი ინფორმაციები გავრცელდა...

ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელებს და კარლო ანჩელოტის დრო მისცა, თუ "რეალი" უახლოეს მომავალში საკუთარ თავს არ დაემსგავსება, იტალიელ სპეციალისტს კარისკენ მიუთითებენ.

ექსპერტთა აზრით წარუმატებლობა მხოლოდ ფეხბურთელების ბრალია, მაგრამ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც ფიქრობს, რომ სიმეონესთან არა "ბლანკოსი", არამედ მისი მთავარი მწვრთნელი ვერ გადის ფონს.

იტალიელმა სპეციალისტმა მიმდინარე სეზონში არაერთხელ წააგო "როხიბლანკოსთან", მაგრამ ჯიუტად ცდილობს და ერთი და იგივე ტაქტიკით მოახერხოს დერბიში წარმატების მიღწევა, რაც არ გამოსდის და ბოლო მატჩში საერთოდ სრული ფიასკო დაფიქსირდა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ გუნდის თავკაცი ბარგს ჩაალაგებს, მას უქმად ყოფნა არ მოუწევს, ვინაიდან მანჩესტერ "სიტი" და "იუნაიტედი" ჩასაფრებულ მდგომარეობაში არიან და შანსის მეცის შემთხვევაში უმალვე დაიწყებენ მოქმედებას.

  • Hala
  • 10 თებერვალი 2015
  • 2 338
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (86)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)