რა გადაწყვეტილებას მიიღებს როისი?
გერმანელი ფეხბურთელი არჩევანის წინაშე დგას...
ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ მარკო როისი "სამეფო კლუბმა" დაივიწყოს, რადგან გერმანელი სულ მალე ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს "დორტმუნდთან".
გერმანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ" გუნდის ლიდერთან, მარკო როისთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ის უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს.
მას, ამჟამად კონტრაქტი კლუბთან 2017 წლამდე აკავშირებს და მისი შეძენა 30 მილიონად შესაძლებელია, თუმცა თვითონ ფეხბურთელს გუნდის დატოვება არ სურს. ეს კი იმას ნიშანს, რომ "რეალი" მარკოზე ნადირობას შეწყვეტს და სხვაზე გადაერთვება.
Defensacentral.com
- 10 თებერვალი 2015
- 4 147
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.