კლუბების განრიგი კლასიკომდე

გადავხედოთ, თუ როგორია "მადრიდის რეალის", "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" განრიგი 22 მარტის კლასიკომდე.

"ბარსას" მიერ "სან მამესზე" 2:5 მოგებული ანგარიშის შემდეგ სხვაობა "მადრიდის რეალთან" მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს. "ატლეტიკო" კი , რომელმაც "მადრიდის რეალი" შაბათს 4:0 დაამარცხა, "თეთრებს" უფრო მიუახლოვდა და მათ შორის სხვაობა 4 ქულაა.

ლიგის დასრულებამდე 16 ტურია დარჩენილი, მაგრამ ყველაზე მთავარი დაპირისპირება 22 მარტს "კამპ ნოუზე" აიღებს სტარტს, როცა "მადრიდის რეალი" ესტუმრება კატალონიელებს. ამ თამაშამდე კიდევ ხუთი ტურია დარჩენილი. "მერენგები" და კატალონიელები სამ საშინაო და ორ საგარეო შეხვედრას გამართავენ , მაშინ როცა "ატლეტიკო" სამ გასვლით და ორ საშინაო შეხვედრას მართავს.

ყველაზე ადვილი გრაფიკი კლასიკომდე , როგორც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები, აქვს "ბარსას", რომელიც სახლში ღებულობს "ლევანტეს", "მალაგას" და "რაიოს", ხოლო გასვლაზე ეთამაშება "გრანადას" და "ეიბარს". "მადრიდის რეალი" "ბერნაბეუზე" ამ პერიოდში იღებს "დეპორტივოს", "ვილიარეალს" და "ლევანტეს", ხოლო გასვლა კი აქვს "ელჩესთან" და "ატლეტიკთან". "მადრიდის ატლეტიკოს" კალენდარი კი შემდეგია: გასვლა - "სელტა", "სევილია" და "ესპანიოლი", სახლში - "ალმერია" და "ვალენსია".

ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ კლასიკომდე 18 მარტს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა უწევს . "ბარსელონა" 18-ში "მანჩესტერ სიტის" ხვდება "კამპ ნოუზე", ხოლო "მადრიდის რეალი" ერთი კვირით ადრე იღებს "შალკეს". "ატლეტიკო" ამ პერიოდში "ლივერკუზენის ბაიერს" დაუპირისპირდება 17 მარტს სახლში.

კლუბების განრიგი კლასიკომდე


წყარო: MundoDeportivo

  • J.Z.
  • 9 თებერვალი 2015
  • 6 433
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)