რეალი ჰარი კეინს აკვირდება
მადრიდის რეალის წარმომადგენლები ტოტენჰემის ახალგაზრდა თავდამსხმელს ჰარი კეინს აკვირდებიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას განზრახული აქვს ფორვარდის დამატება და ერთ-ერთ ვარიანტად ჰარი კეინი განიხილება, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 20 შეხვედრაში 12 გოლს მოუყარა თავი, ევროპის ლიგაზე კი 7 მატჩში 7 ბურთი შაგორა მეტოქის კარში.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით თეთრების სკაუტები სამჯერ დაესწრნენ ტოტენჰემის თამაშს და სამივეჯერ დადებითად შეაფასეს ინგლისელი ფორვარდის გარჯა, მიუხედავად ამისა ჯერ ბლანკოსი შეთავაზების გაკეთებას არ აპირებს, რადგან გუნდში ირიცხება კარიმ ბენზემა და ჩიჩარიტო (რომელიც სავარაუდოდ ზაფხულში დატოვებს რეალს). აგრეთვე სამეფო კლუბს ჯერ კიდევ ეიმედება ალვარო მორატასი, რომელიც მართალია იუვეში გადაბარგდა, მაგრამ მისი გამოსყიდვა ანჩელოტის 2 წლის განმავლობაში შეეძლება.
- 9 თებერვალი 2015
- 2 282
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.