სიმეონე ისტორიას წერს

თუ "მადრიდის ატლეტიკოს" მიერ "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ ბოლოს მოგებული შეხვედრისთვის მე-20 საუკუნეში უნდა გვეწყო ძიება, ამჟამად სიმეონეს გუნდი გამარჯვებას, გამარჯვებაზე აცხობს ქალაქელი მეტოქეების წინააღმდეგ

13-14 წლების სეზონი - პირველი მგოებული დერბი მეოცე საუკუნის შემდეგ

სწორედ ამ სეზონიდან მოყოლებული, "მადრიდის ატლეტიკო" "მადრიდის რეალისთვის" ნამდვილ კოშმარულ მეტოქედ იქცა. ჯერ იყო და 0:1 მოგებული შეხვედრა "ბერნაბეუზე", რომელსაც 2:2 შეხვედრა მოჰყვა "კალდერონზე". მაშინ "თეთრები" მარცხისგან რონალდუს ეფექტურმა დარტყმამ იხსნა. ამის გარდა იმ სეზონში იყო სამი სხვა დერბიც. აქედან ორი დერბი თასზე "რეალმა" პირწმინდად მოუგო "ატლეტიკოს", ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე სიმეონეს შეგირდები ბოლო წუთამდე იგებდნენ, მაგრამ 92-ე წუთზე რამოსმა ანგარიში საყაიმო გახადა. საბოლოოდ ის შეხვედრა დამატებით დროში "თეთრებმა" 4:1 დაასრულეს.

12:4 მიმდინარე სეზონის ექვს დერბიში

სიმეონემ გუნდში ყველაფერი შეცვალა. იმ ფინალის შემდეგ "თეთრებს" ზეიმის საშუალება არ მისცემიათ სიმეონეს წინააღმდეგ. ექვსი შეხვედრა ჩატარდა და "თეთრებმა" ვერცერთი მათგანის მოგება ვერ შეძლეს. ესპანეთის სუპერ თასის ორივე შეხვედრა "ატლეტიკომ" მოიგო. ლიგის ორივე შეხვედრა "ატლეტიკოს" სასარგებლოდ დასრულდა, რაც არ მომხდარა 50-51 წლების სეზონის შემდეგ, ამას მოჰყვა ორი თასის შეხვედრა, რომლებშიდაც ანჩელოტის შეგირდები ვერაფერს ვერ გახდნენ. "ატლეტიკოს" საერთო ჯამში ექვსი დერბიდან ოთხი მოგება და ორი ფრე დაუგროვდა, ხოლო ბურთების სხვაობა კი 12 გატანილი და 4 გაშვებული სიმეონეს შეგირდების სასარგებლოდ. შაბათს დაფიქსირებული 4:0 ბოლო აგური იყო ამ ისტორიაში.

ელ ჩოლომ საერთო ჯამში 20 ფეხბურთელი გამოიყენა

"ატლეტიკომ" მიმდინარე სეზონი 21 ფეხბურთელით დაიწყო. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს რაოდენობა იგივე დარჩა, უბრალოდ მოვიდნენ ფერნანდო ტორესი და კანი, ჩერჩისა და ონიონის სანაცვლოდ. 2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული სიმეონემ საბოლოო ჯამში 24 ფეხბურთელი გამოსცადა. აქედან 20 მათგანმა ერთხელ მაინც დაიწყო თამაში სასტარტოდან. ბოლო ექვს დერბიში მხოლოდ და მხოლოდ გოდინი იწყებდა მუდმივად სასტარტოდან თამაშს.

რვა გოლის გამტანი და სამჯერ მშრალად შენახული კარი

"ატლეტიკოს" მიერ გატანილი 12 გოლი რვა ფეხბურთელზე მოდის. აქედან ოთხს დუბლი აქვს გაფორმებული (მანჯუკიჩი, ტორესი , ტიაგო და რაულ გარსია), ხოლო სხვა ოთხმა თითო-თითოჯერ მოახერხეს თანაქალაქელთა კარის აღება (გრიზმანი, ხიმენესი, საული და არდა თურანი). "ატლეტიკომ" სამჯერ შეინახა კარი მშრალად.

წყარო: MARCA

  • J.Z.
  • 9 თებერვალი 2015
  • 3 149
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)