მიჩელი: "მადრიდის რეალი" ზიზუს ამზადებს"
"მადრიდის რეალის" ყოფილი ფეხბურთელი საკმაოდ საინტერესო განცხადებას ავრცელებს
ხოზე მიგელ გონსალესი, იგივე მიჩელი, კარლო ანჩელოტის შემცვლელად განიხილებოდა სხვადასხვა ექსპერტებს შორის, მაგრამ, როგორც თავად ყოფილი მადრიდისტა აცხადებს, ის არ არის ცენტრალური ფიგურა, ვინმაც უნდა შეცვალოს ანჩელოტი. მას სჯერა, რომ კარლო ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია და ასევე სჯერა, რომ მის შემცვლელად კლუბში ზინედინ ზიდანს განიხილავენ.
"მე არ ვიქნები ის კანდიდატი, რომელიც კარლო ანჩელოტის შეცვლის. განა იმიტომ, რომ ეს არ მსურს, არამედ ვფიქრობ, რომ კლუბი მომდევნო მწვრთნელად ზიდანს ამზადებს"-განაცხადა მიჩელმა.
"ანჩელოტისთვის "მადრიდის რეალის" იდეალური ადგილია სამუშაოდ. აქ არიან ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ პრეზიდენტი ბერლუსკონი და აბრამოვიჩი. მან იცის, თუ რა უნდა თქვას და რა უნდა გააკეთოს, როცა ასეთი ტიპის ხალხი გასახდელში შემოდის და რაღაცას გეკითხება"-დასძინა მან.
წყარო: AS
- 9 თებერვალი 2015
- 2 916
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.