50 დღე: სამოთხიდან ჯოჯოხეთურ კრიზისში

"მადრიდის რეალმა" ბოლო 50 დღის მანძილზე სამოთხიდან ჯოჯოხეთურ კრიზისისკენ გადაინაცვლა

რადიკალური ცვლილება: "მადრიდის რეალმა" იბრწყინა მსოლფიო საკლუბო ჩემპიონატზე, მაგრამ "კალდერონზე" ნამდვილ ჯოჯოხეთში აღმოჩნდა 4:0 ანგარიშის შემდეგ. ამ ორ მატჩს შორის კი 50 დღიანი სხვაობაა. ციფრები ყველაფერზე მეტყველებენ: სამი წაგება, ერთი ფრე და ხუთი მოგება. 17 გატანილი გოლი და 13 გაშვებული. წინა 28 თამაში მიმდინარე სეზონში გასნხვავებული იყო: 24 მოგება, ერთი ფრე და სამი წაგება. 94 გატანილი გოლი და 18 გაშვებული."

ამოჩემებული 4-3-3: ბეილის მიერ 2015 წლის სხვადასხვა თამაშებში ნაჩვენებმა ზედმეტმა ინდივიდუალიზმმა გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. "ანჩელოტიმ" ("მე ვარ ამ კლუბის მწვრთნელი და არა ფეხბურთელები") 3 თებერვალს განაცხადა, რომ არ აპირებდა BBC-ს შეცვლას: "ეჭვგარეშეა, რომ თუ რონალდუ, ბენზემა და ბეილი თავს კარგად გრძნობენ, მოედანზე მუდამ ისინი გამოვლენ." ამის გამო სისტემა იძულებულია 4-3-3 მოერგოს, რაც ზოგ შემთხვევაში იცვლება 4-4-2 სისტემით, როცა BBC-დან რომელიმე თამაშს ტოვებს. მიუხედავად "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში არსებული საშინელი სტატისტიკისა (ექვსი თამაში მოგების გარეშე), ანჩელოტი მაინც თავის აზრზე რჩება: "ზემოთხსენებულმა სამმა ფეხბურთელმა მოგვაგებინა ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ასე რომ ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება").

კრიშტიანო: მისი საშუალო მაჩვენებელი "მადრიდის რეალში" შეადგენს 1,03 გოლს მატჩში (288 გოლი 278 შეხვედრაში), მაგრამ 2015 წელს ეს მაჩვენებელი 0,57-მდეა დასული (4 გოლი შვიდ შეხვედრაში). ამ შვიდ თამაშში ის კარისკენაც იშვიათად არტყამს (3,5 დარტყმა ერთ შეხვედრაში). ამას დამატებული ის, რომ პორტუგალიელი მოედნიდაც იქნა გაძევებული: "არის კარგი დროც, ცუდი დროც და უნდა იცოდე ამის გარჩევა. შესაძლოა ეხლა მე საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ აუცილებად გამოვასწორებ თამაშს"-აცხადებს რონალდუ.

სამედიცინო კონფილქტი: მიმდინარე სეზონში კლუბის ათი ფეხბურთელი მოხვდა სამედიცინო დაწესებულებაში: რამოსი, მოდრიჩი, პეპე, კოენტრაუ, ხამესი, ბეილი, ხედირა, კარვახალი, არბელოა და ილარა. ფეხბურთელებსა და შტაბს შორის დაპირისპირება იყო პედრო ჩუეკას (ფიზიოთერაპეტი, რომელსაც ყველანი ენდობოდნენ) დათხოვნისა და ექიმი ხესუს ოლმოს დაქვეითების გამო.

კონტრაქტის გახანგრძლივება: სამმა ტიტულმა 2014 წელს (ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) გამოიწვია კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება. დაიწყო მოლაპარკაბები რამოსის კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელმაც რამოდენიმეჯერ უარით გაისტუმრა კლუბის წარმომადგენლები.

თვითკრიტიკის ნაკლებობა: "თასიდან გამოვარდნა კარგია კლუბისთვის. ეხლა უფრო მეტი დრო გვაქვს ჩემპიონატისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის მოსამზადებლად"-განაცხადა ანჩელოტიმ "ატლეტიკოსთან" გამოვარდნის შემდეგ. "ყველანი ვნახავთ ვინ იქნება პირველ ადგილზე სეზონის ბოლოს"-დასძინა რამოსმა. სხვა ფეხბურთელების გამონათქვამიდანაც ჩანს, რომ კლუბში არ არსებობს თვითკრიტიკა, რაც პრობლემაა.

წყარო: AS

  • J.Z.
  • 9 თებერვალი 2015
  • 3 228
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)