გაბი: "დედაქალაქს "ატლეტიკო" დაეპატრონა"
მადრიდის "ატლეტიკოს" კაპიტნის, გაბის განცხადებით ესპანეთის დედაქალაქის პირველი გუნდის "როხი-ბლანკოა".
"მშვენიერი საღამო გამოდგა ჩვენთვის და ვფიქრობ, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. "ატლეტიკო" მადრიდის "რეალზე" გაცილებით მაღალ დონეზე ასპარეზობდა და შედეგიც სახეზეა. საწადელს მივაღწიეთ, რაც უმთავრესი იყო."
"ვიცოდით რისთვის გამოვდიოდით სტადიონზე. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გულშემატკივრები გაგვეხარებინა. ჩემი აზრით, ესპანეთის დედაქალაქის პირველი გუნდი ახლა "ატლეტიკოა" და არა "რეალი"."
"კოკეს და საულის ტრავმებმა ჩვენი გეგმები ნაწილობრივ ჩაშალა, რადგან ისინი ჩვენი გუნდის ლიდერები არიან. დარწმუნებული ვარ ორივე მოთამაშე მალე გამოჯანმრთელდება."
Bernabeudigital.com
- 8 თებერვალი 2015
- 4 302
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.