ენრიკე სერესო: "აგრესიულობა? ჩვენ ჩვენი ძალა დავანახეთ ყველას"
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ დერბი შეაფასა.
"ჩვენთვის ძალიან კარგი მატჩი იყო. დიდი სიამოვნება მივიღე და დარწმუნებული ვარ "როხი-ბლანკოს" ფანები ახლა მადრიდის ქუჩაში ზეიმისთვის ემზადებიან, თუმცა დღევანდელ გამარჯვებაზე ბევრი საუბრის დრო არ არის."
"ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ "ატლეტიკო" უხეშ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს. სინამდვილეში კი ასე არ არის. ჩვენ ღირსეულად ჩავატარეთ დღევანდელი დერბი. რაც შეეხება არდა თურანის ქმედებას, ეს საკითხი ცალკე განიხილება. დარწმუნებული ვარ, თუ იგი თავს ვერ გაიმართლებს, ეს იქნება მისი პირველი და უკანასკნელი ქმედება კარიერაში."
Bernabeudigital.com
- 7 თებერვალი 2015
- 3 526
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.