კარვახალი ფანებს პატიებას სთხოვს
ვისენტე კალდერონზე გამართული მადრიდული დერბი "რეალისთვის" უმძიმესი დარტყმა იყო. დანი კარვახალმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფანებს საშინელი რეზულტატისთვის ბოდიში მოუხადა.
"უპირველეს ყოვლისა მინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო და პატიება ვთხოვო დღევანდელი შედეგის გამო. მინდოდა, რომ თამაშის დასრულების შემდეგ მათთან ერთად მეზეიმა გამარჯვება, თუმცა სამარცხვინოდ დავთმეთ შეხვედრა. ვეცდებით მალე დავივიწყოთ დღევანდელი მატჩი და მომავალზე ვიფიქროთ."
"პირველი 30 წუთი ნამდვილი კატასტროფა იყო. ვერ მოვახერხეთ თამაშში დაბრუნება და საბოლოოდ შედეგიც სახეზეა. ეს იყო მადრიდის "რეალის" ყველაზე ცუდი საწყისი წუთები მიმდინარე სეზონში, თუმცა ჩვენ კვლავ მოვძლიერდებით და ფეხზე დავდგებით."
"ჯერ ადრეა იმაზე საუბარი დავთმობთ თუ არა სატურნირო ცხრილის ლიდერობას ან გამოვარდებით თუ არა ჩემპიონთა ლიგიდან, რადგან სეზონი ახლა შედის ყველაზე დაძაბულ პერიოდში და ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. ლა ლიგის სათავეში მაინც ვრჩებით და ვეცდებით ეს პოზიცია ბოლომდე შევინარჩუნოთ."
As.com
- 7 თებერვალი 2015
- 2 653
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.