წარსული – ეს პროლოგიაა
წინ საკმაოდ დაძაბული მატჩი გველის, ამიტომ გამხნევება არც ერთს გვაწყენდა.
"წარუმატებლობის ბოლო საფეხური წარმატების პირველი საფეხურია."
მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ასეთი განსაკუთრებული მოლოდინი მხოლოდ მაშინ მაქვს, როდესაც ჩემი საყვარელი კლუბი ძლიერ მეტოქეს ხვდება. აქამდე "ლა ლიგაში" მხოლოდ ერთი დიდი კონკურენტი გვყავდა – "ბარსელონა", თუმცა ბოლო წლებია, რაც ასპარეზზე მადრიდის "ატლეტიკოც" გამოჩნდა.
დღეს სწორედ მეზობელ "ატლეტიკოსთან" შერკინების დღეა! მართალია, დიდი დანაკლისით გვიწევს მოედანზე გამოსვლა (ვერ ითამაშებენ: სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, ლუკა მოდრიჩი, ხამეს როდრიგეს.), თუმცა ჩემი გუნდის შესაძლებლობებში არასდროს შემპარვია ეჭვი და ,რა თქმა უნდა, ეს არც ახლა მოხდება. ვიცი, თუ რაოდენ რთულია "კალდერონზე", თამაში, ანუ იქ, სადაც ჩვენი თანაქალაქელები ბობოქრობენ და არანაირ დათმობაზე არ მიდიან. ვიცი, თუ რა შეუძლიათ სიმეონეს შეგირდებს და ეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი თავს დადებენ გამარჯვებისთვის, მითუმეტეს საკუთარ კედლებში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ისიც, თუ რა შეუძლია სამეფო კლუბის 11 რაინდს!
სამწუხაროდ, ჩ/ლიგის მოგების შემდეგ, "რეალმა" ვერც ერთხელ ვერ მოახერხა "როხიბლანკოს" დამარცხება. აქედან გამომდინარე, სრულიად საფუძვლიანია იმის ლაპარაკი, რომ "ბლანკოსს" გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. ამ ყველაფერს ემატება ის გარემოებაც, რომ თეთრებს ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება.
"რა თქმა უნდა, ანჩელოტის გუნდი დამარცხდება." – სიტყვები, რომლებიც არა ერთხელ მოვისმინეთ და წავიკითხეთ. სიტყვები, რომლებიც შეიძლება არა ერთი მიზეზით გაამართლო და ბოლოს, სიტყვები, რომელთა ჭეშმარიტებაში თითოეულ ჩვენგანს ეჭვი ეპარება.
რატომ ?
უპირველეს ყოვლისა, გჯეროდეს გუნდის, ეს ყველა ქომაგის უპირველესი ვალდებულებაა, მითუმეტეს, როდესაც გულშემატკივრობ ისეთ გუნდს, როგორიც მადრიდული გრანდია. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ არც მაშინ გჯეროდათ "მერენგების", როდესაც ჩ/ლიგის ფინალში ვმარცხდებოდით, რაც შეგვეხება ჩვენ, მადრიდისტებს, თითოეულ ჩვენგანს გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ შეუძლებელი იყო ყველაფერი ასე დასრულებულიყო და რომ ჩვენი გუნდი იმ განსაკუთრებული ნატვრის წართმევის უფლებას არავის მისცემდა! ასეც მოხდა .. ყველას გახსოვთ სერხიო რამოსის ბრწყინვალე გასროლა კურტუას კარში და გემრიელი ლუკმის გარეშე დარჩენილი სიმეონეს გუნდი, რომელთა გულშემატკივარს დღემდეც შემორჩა გაოცებისგან პირდაფჩენილი გამომეტყველება.
"თეთრებმა" სწორედ მაშინ მოიპოვა გამარჯვება, როცა მისი იმედი არავის ჰქონდა! სამწუხაროდ, მე არ ვიცი, თუ რა მოხდება დღეს .. მოიგებს ჩემი საყვარელი კლუბი თუ დამარცხდება, მაგრამ ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ჩვენი რაინდები ბოლომდე გაისარჯებიან და ყველაფერს გააკეთებენ ჩვენს სახეებზე ღიმილის მოსაგვრელად.
თქვენ იტყვით, რომ ყველა იმედი გადაწურული გვაქვს!
თქვენ იტყვით, რომ გვეშინია, თუმცა ..
"ზოგჯერ სიმამაცე შიშისაგან წარმოიშვება ხოლმე."
- 7 თებერვალი 2015
- 2 397
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.