”რეალმა” გერომელს დაადგა თვალი
ესპანური პრესა იუწყება, რომ მადრიდის ”რეალი” ახალი დაინტერესება გახლავთ გერმანული ”კიოლნის” ბრაზილიელი მცველი, პედრო გერომელი.
25 წლის ცენტრალური მცველი საფეხბურთო პუბლიკამ პორტუგალიურ ”გიმარაეშში” გაიცნო.ფეხბურთელს სამხრეთ ამერიკული ფესვები გააჩნია, თუმცა პორტუგალიური მოქალაქეობაც აქვს მიღებული.”კიოლნში” ის ”რეალ მადრიდ კასტილიის” ყოფილ მცველ, შორხთან, ერთად ასპარეზობს.ეს უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში ავსებდა სამეფო გუნდის დუბლიორთა შემადგენლობას.
პორტუგალიაში ამბობენ, რომ პედრო თავისი თამაშის სტილით ძალზედ წააგავს პეპეს.ისინი ფიქრობენ, რომ გერომელი თავისი თანამემამულის ღირსეული შემცვლელი იქნება.25 წლის მოთამაშის ”რეალში” გადასვლას შესაძლოა ხელი შეუწყოს მისმა აგენტმა, ხორხე მენდეშმა.აღნიშნული პიროვნების წყალობით, ”რეალში” ისეთი ფეხბურთელები მოვიდნენ, როგორებიცაა: ფიგუ, პეპე და კ.რონალდუ.
უნდა აღინიშნოს, რომ გერომელისადმი ინტერესს მიუნხენის ”ბაიერნი” და ლონდონის ”ჩელსი.”აქედან გამომდინარე, მადრიდელებს ადვილი ბრძოლა ნამდვილად არ ელით.
- 29 დეკემბერი 2009
- 1 624
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.