ნაჩოს სანატრელი დრო დაუდგა
ნაჩო ფერნანდესს 25 წლის ასაკში დაუდგა პერიოდი, რომელსაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ელოდა.
დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ნაჩომ მადრიდის "რეალის" აკადემიის კარი შეაღო. მაშინ 2001 წელი იყო. ფერნანდესი სულ პატარა იყო, როდესაც მისი საფეხბურთო კუთხით აღზრდა სამეფო კლუბის სელექციონერებმა დაიწყეს და 14 წლის შემდეგ იგი "თეთრების" ძირითადი გუნდის ფეხბურთელია.
აღსანიშნავია, რომ ასაკობრივ ნაკრებში ნაჩო თავის ძმასთან, ალექსთან ერთად ასპარეზობდა, რომელიც ახლა "ესპანიოლის" ღირსებას იცავს. ფერნანდესები პირველ გუნდში სულ თავიდან ჟოზე მოურინიომ გამოიძახა.
ნაჩოს დებიუტი 2011 წელს მესტალიაზე შედგა. მაშინ ის შეხვედრა მადრიდის "რეალმა" 3-6 მოიგო. ამ დღის შემდეგ, ფერნანდესმა დაიწყო აღმასვლა. იგი თავდაუზოგავად შრომობდა და საბოლოოდ დაამტკიცა კიდეც, რომ გუნდს მისი იმედი უნდა ჰქონდეს, რის შედეგადაც იგი ძირითადი გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მცველი დაცვაში ყველა პოზიციაზე თამაშობდა. იგი მრავალმხრივია და სწორედ ეს არის მისი საიმედოობის მიზეზი. მადრიდის "ატლეტიკოსთან" "18" ნომერი ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს და ეს იქნება მისი 50-ე ოფიციალური მატჩი მადრიდის "რეალის" მაისურით.
"ნაპოლი", "ლევერკუზენი", "პორტო", "შალკე"... ეს იმ ევროპული დიდი კლუბების ჩამონათვალია, რომელთაც არაერთხელ მიმართეს ფლორენტინო პერესს ნაჩო ფერნანდესის გადაბირებასთან დაკავშირებით, თუმცა მათ მტკიცე უარი მიიღეს როგორც სამეფო კლუბის პრეზიდენტისგან, ასევე გუნდის მთავარი მწვრთნელისგან, კარლო ანჩელოტისგან.
Marca.com
- 6 თებერვალი 2015
- 3 169
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.