რაულ გარსია და გაბი - დერბის ყველაზე უხეში მოთამაშეები
მადრიდულ დერბიში რაულ გარსია და გაბი ყველაზე ხშირად არღვევენ თამაშის წესს.
მადრიდის "რეალისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" დაპირისპირება დროთა განმავლობაში სულ უფრო საინტერესო ხდება. სტატისტიკოსებმა დაითვალეს ყველაზე ხშირად დარმღვევი ფეხბურთელების თანმიმდევრობა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე უხეში მოთამაშე არის რაულ გარსია, რომელმაც თერთმეტი მატჩი ჩაატარა სამეფო კლუბის წინააღმდეგ. მეტსაც გეტყვით, მას ჯერ მინდორი ისე არ დაუტოვებია, რომ ყვითელი ბარათი არ მიეღოს (11 ყვითელი "რეალთან" დაპირისპირებებაში).
მეორე ადგილზე კი გარსიას თანაგუნდელი გაბი აღმოჩნდა, რომელმაც აგრეთვე თერთმეტი მატჩი ჩაატარა "თეთრების" წინააღმდეგ, თუმცა მის ანგარიშზე ცხრა ყვითელი ბარათია დაგროვებული.
Bernabeudigital.com
- 6 თებერვალი 2015
- 2 276
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.