ენრიკე ორტეგო:"ანჩელოტი ხედირას სასტარტოში გაამწესებს"
ენრიკე ორტეგოს განცხადებით, სამი ხედირა "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინება...
"პეპეს და სერხიო რამოსის ტრავმის ფონზე კარლო ანჩელოტის დაცვის რგოლი შესუსტდა. რაფაელ ვარანი ტოპ კლასის მცველია, ნაჩო კი სიზუსტით გამოირჩევა, მაგრამ მათზე ნდობა მაინც დიდ რისკებს შეიცავს."
"ვფიქრობ, სამი ხედირა უკან ხშირად დაიწევს და დაცვით ფუნქციებსაც შეითავსებს. გერმანელი ფეხბურთელი ენერგიით სავსეა, შეტევების ჩაშლა კი შესანიშნავად შეუძლია."
"დერბიში ყურადღებით თამაში და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, რადგან დიეგო სიმეონეს გუნდი შეტევას სწრაფად ავითარებს."
- 6 თებერვალი 2015
- 1 553
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.