გაგოსათვის ”ბებერი ქალბატონი” იბრძვის
ბოლო დროს, ფერნანდო გაგო მანუელ პელეგრინის გეგმებში აშკარად არ ჯდება.ამის დასტურია ის, რომ არგენტინელი საყრდენი ”რეალის” რიგებში კარგა ხანია არ გამოჩენილა.
საინტერესოა, რომ ტურინის ”იუვენტუსი” დიდ ინტერესესს გამოხატავს სამხრეთ ამერიკელის მიმართ.იტალიელებს ჯერ კიდევ ზაფხულში სურდათ ფერნანდოს გადაბირება, თუმცა ვერ მოახერხეს.პირინეულ-აპენინურ გამოცემების ინფორმაციით, ”ბებერი ქალბატონი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდებიან გაგოს შესაძენად ბრძოლის თავიდან დაწყებას.
ალბათ, არგენტინელი ნახევარმცველისათვის უკეთესი იქნება გუნდის დატოვება, რამეთუ წინ 2010 წლის მუნდიალი მოდის და აუცილებელია მისთვის სათამაშო პრაქტიკის მიღება, მაგრამ მადრიდის ”რეალი” ყველანაირად შეეცდება გაგოს შენარჩუნებას.ამის მიზეზი არის აფრიკის კონტინენტის ჩემპიონატი, სადაც მადრიდელთა რიგებიდან მაჰამადუ დიარა ითამაშებს.11 დან 31 იანვრის ჩათვლით ”რეალს” მალელის გარეშე მოუწევს ასპარეზობა, რის გამოც პელეგრინის განკარგულებაში მხოლოდ სამი საყრდენი ნახევარცმველი რჩება.იმ შემთხვევაში თუ ფერნანდო გუნდს დატოვებს, მაშინ ჩილელ სპეციალისტს ლასანას ან ხაბი ალონსოს ტრავმის შემთხვევაში დიდი თავსატეხი გაუჩნდება.
- 29 დეკემბერი 2009
- 2 079
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.