ანჩელოტი: „ვარანი და ნაჩო გაართმევენ თავს“
კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა მადრიდული დერბის წინ.
„მარსელო „ატლეტიკოსთან“ მატჩის განაცხადში შევიყვანეთ, რამეთუ შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებას ველოდებით.ვიმედოვნებთ, რომ სპორტული არბიტრაჟი დააკმაყოფილებს „რეალის“ აპელაციას.“
„ჯერ არ გადამიწყვეტია, თუ როგორ დავაკომპლექტებ მოედნის შუახაზს.რაც შეეხება უკანა ნაწილს, გვჯერა, რომ ვარანი და ნაჩო გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.ისინი ენთუზიაზმით აღსავსე ფეხბურთელები არიან და შეუძლიათ ნაყოფიერად ასპარეზობა.ვფიქრობ, „როხიბლანკოს“ მეორე სართულზე ექნება უპირატესობა.“
„როგორ ყოველთვის, კრიშტიანუ მაქსიმალურად მოტივირებულია.ის მოუთმენლად ელოდება მატჩის დაწყებას.“
„ილიარა უფრო დაცვითი ფუნქციების შესრულებაზეა კონცენტრირებული, ვიდრე ხედირა.არაფრის შეცვლას ვაპირებ.“
„ზიდანი ძალიან კარგად მუშაობს, რაც სატურნირო ცხრილიდანად კარგად ჩანს.მას გააჩნია რესურსი, რომ სამომავლოდ უფრო დიდ გუნდს ჩაუდგეს სათავეში და რა თქმა უნდა, „რეალსაც.“
„დაცვით ასპექტში, „ატლეტიკო“ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.ჩვენ სხვადასხვა გზები უნდა ვეძიოთ მათი ბარიერის დასაძლევად.“
„ფრე? ჩვენი მიზანია გამარჯვების მოპოვება, ხოლო შედეგს, მატჩის სურათიდან გამომდინარე შევაჯამებთ.“
„ისკო გუნდისათვის გადამწყვეტ ფიგურად ჩამოყალიბდა.მან ძალიან დიდი შრომა გაიღო ამისათვის.“
„იკერი თავდაჯერებულია.მას დიდებული გამოცდილება და ხარისხი აქვს.“
„ცხადია, ძალიან განვიცდით ლაზარეთის შევსებას.“
„სატურნირო ცხრილში უპირატესობა გვაქვს, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს დერბისთვის.სამეფო თასზე მოწინააღმდეგემ გაიმარჯვა და ახლა ჩვენი ჯერია.“
„სიმეონესთან პირად პაექრობაზე არ ვფიქრობ.ჩემთვის საუკეთესო მოგონებად რჩება ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ატლეტიკოს“ დამარცხება.“
„თუ მარსელოს არ მოუხსნეს დისკვალიფიკაცია, კოენტრაუ ან არბელოა დაიწყებს თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან.“
„უნდა ვითამაშოთ სისწრაფით და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები.“
AS
- 6 თებერვალი 2015
- 3 664
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.