როდრიგესის ქირურგი:"კოლუმბიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მზად იქნება"
ქირურგი ხოსე გონსალესის განცხადებით, ხამეს როდრიგესის ოპერაციამ შესანიშნავად ჩაიარა და ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზე და რეაბილიტაციის სწორ კურსზე იქნება დამოკიდებული...
"ფეხბურთი ყოველთვის დიდ რისკებს შეიცავს. ხამესს მოტეხილობა აღენიშნებოდა და ოპერაცია სასწრაფოდ დავგეგმეთ, რადგან არანაირი მკურნალობა შედეგს არ გამოიღებდა."
"მერწმუნეთ, როდრიგესის ტრავმა უარესობისკენ აღარ წავა. ახლა აუცილებელია სწორი სარეაბილიტაციო კურსის დაგეგმვა და თითოეული ასპექტის გაათვალისწინება."
"ხამესი სეზონის დასკვნით ნაწილში აუცილებლად იქნება 100%-ით მზად. ვფიქრობ, აპრილის ბოლოსთვის კოლუმბიელი შემტევი სრულ დატვირთვას მიიღებს და კლუბის დახმარებას შეძლებს, მანამდე კი მხოლოდ ივარჯიშებს."
- 6 თებერვალი 2015
- 3 720
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.