როდრიგესის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
მადრიდის "რეალის" კოლუმბიელ შემტევს, ხამეს როდრიგეს ოპერაცია ჩაუტარეს. მედიკოსთა თქმით ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, რამდენიმე დღეში კი რეაბილიტაციის კურსი დაიწყება...
მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ახლა კი ყველაფერი თავად ხამესზე იქნება დამოკიდებული, მან თავდაუზოგავი ვარჯიშით უნდა მოახერხოს დროულად დაბრუნება. ფიზიკურ მონაცემებს ხსენებულ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.
როდრიგესი ვარჯიშს დაახლოებით 10 აპრილისთვის დაიწყებს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მკურნალობის კურსთან ერთად მოთამაშე დღეში რამდენიმე საათი სატრენაჟორო დარბაზში დაკავდება, მისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნება.
მადრიდის "რეალის" სამედიცინო შტაბი ყველაფერს გააკეთებს ფეხბურთელის დროულად გამოსაჯანმრთელებლად, რადგან დასკვნით ფაზაში კარლო ანჩელოტის კოლუმბიელი ძალიან დასჭირდება.
- 5 თებერვალი 2015
- 3 164
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.