ემერი:"რთულია "ბერნაბეუზე" თამაში
"სევილიას" თავკაცის, უნაი ემერის განცხადებით, მისმა გუნდმა კარლო ანჩელოტის კოლექტივის წინააღმდეგ კარგად ითამაშა...
"ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევრის შემდეგ ტაბლოზე 2-0 იყო, შეგირდებმა ფარ-ხმალი არ დაკარგეს და ბოლომდე იბრძოლეს. ჩვენ არაერთი გოლის შეგდება შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ."
"სანტიაგო "ბერნაბეუზე" თამაში ურთულესია. საშინაო არენაზე "ბლანკოსი" ბრწყინვალედ ასპარეზობს და ქომაგების იმედიც აქვს."
"კარლოს გუნდი უმაღლეს დონეზე თამაშობს როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური თვალსაზრისით. იტალიელმა სპეციალისტმა შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი შეკრა და წარმატებისკენ მიიწევს."
"იბორას ახალი პოზიცია შევურჩიე, რადგან მივხვდი, რომ ის უნივერსალური ნიჭით დაჯილდოვებული მოთამაშე გახლავთ."
- 5 თებერვალი 2015
- 1 695
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.