იბორა:"წაგებამ დაგვამწუხრა, მაგრამ სიამაყით ავივსეთ"
"სევილიელი" ფეხბურთელის, ვისენტე იბორას განცხადებით, მისმა გუნდმა სანტიაგო "ბერნაბეუზე" ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი...
"წაგება არასდროსაა სასიამოვნო. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ როგორც სჩანს იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. სიამაყით ავივსეთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელს მათსავე არენაზე სათანადო წინააღმდეგო გავუწიეთ."
"მწვრთნელის მითითებებს ზედმიწევნით ვასრულებდით და საკმაოდ ეფექტურად გამოვიყურებოდით. იკერ კასილიასმა საკუთარი კარი არაერთხელ გადაარჩინა. ასევე დასანანი იყო ძელი, ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო მეტი გოლის გატანა."
"სამეფო კლუბი კარგ ფორმაშია, მათ წამყვანი ფეხბურთელები აკლდათ, ამის ფონზე კი კიდევ ორი ფეხბურთელი დაემტვრათ, მაგრამ მობილიზება არ დაუკარგავთ და წარმატებას მიაღწიეს."
- 5 თებერვალი 2015
- 1 763
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.