კასილიასის 497-ე
ანდალუსიურ "სევილიასთან" მატჩი სამეფო კლუბის კაპიტანისთვის რიგით 497-ე გამოდგა...
ამ მაჩვენებლით იკერი უკვე გაუთანაბრდა ლეგენდარულ ფერნანდო იეროს და სულ ცოტა აშორებს მიგელ სოლერის მაჩვენებლამდე, რომელსაც თეთრი მაისურით 504 პაექრობა აქვს გამართული.
ლა ლიგაში გამართული მატჩების უმრავლესობა კასილიასს მოგებული აქვს. მის ანგარიშზე 326 გამარჯვება, 85 ფრე და 86 მარცხია.
ესპანელი კიპერი მადრიდში მე-16 სეზონს ატარებს, მან პრიმერას მოგება 5-ჯერ მოახერხა.
- 5 თებერვალი 2015
- 1 783
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.