მარსელო: „არასამართლიანად გამაყვითლეს“
სამეფო კლუბის განაპირა მცველი მარსელო ფიქრობს, რომ მსაჯმა უმიზეზოდ უჩვენა ყვითელი ბარათი სევილიელებთან მატჩში.
„კმაყოფილი ვარ შედეგით, რამეთუ საკმაოდ რთულ დაპირისპირებაში მოვიპოვეთ 3 ქულა.ვფიქრობ, რომ მსაჯმა უსამართლოდ გამაფრთხილა.მოცემულ ეპიზოდში მეტოქეს საერთოდ არ შევხებივარ.“
„ვერ გეტყვით აპირებს თუ არა კლუბი გასაჩივრებას.“
„„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ნებისმიერი გუნდი ბოლომდე იბრძვოს.თავდაპირველად, მეტოქე ცდილობდა ზეწოლას, თუმცა გოლი ჩვენ გავიტანეთ.“
„საჭიროების შემთხვევაში უმტკივნეულად შევცვლით რამოსსა და ხამესს.ჩვენი შემადგენლობა კონკურენტუნარიანია.ნაჩო დიდებულად გაისარჯა.ანალოგიურის თქმა შეიძლება ვარანზეც.“
„უკვე მე-300 ოფიციალური თამაში ჩავატარე „რეალის“ მაისურით.სიმართლე გითხრათ, ყოველთვის კონკრეტულ მატჩზე ვფიქრობ და შორს არ ვიყურები.“
„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია თანაქალაქელების დამარცხება.“
AS
- 5 თებერვალი 2015
- 2 149
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.