ბართომეუ: "არაფერს არ ვამტკიცებ, მაგრამ..."
"ბარსელონას" პრეზიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვიღაც დაინტერესებულია კლუბისთვის სერიოზული ზიანის მიყენებით
"სხვა კლუბებსაც სურდათ ნეიმარის ყიდვა და ისინი უფრო მეტ თანხასაც იხდიდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა "ბარსელონა" აირჩია. ეტყობა ეს ბევრს არ მოეწონა და მათ კლუბის სახელის შეურაცხყოფა დაისახეს მიზნად. არ ვამტკიცებ, რომ ამ ყველაფრის უკან "მადრიდის რეალი" დგას, მაგრამ თავად ნეიმარის მამამ აღნიშნა, რომ მას მხოლოდ ორი კლუბისგან ჰქონდა შემოთავაზება, საიდანაც ერთ-ერთი "მადრიდის რეალი" იყო. "მადრიდის რეალი" უფრო მეტს იხდიდა, ვიდრე ჩვენ გადავიხადეთ"-აღნიშნა ბართომეუმ.
წყარო: MARCA
- 4 თებერვალი 2015
- 4 637
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.