“კასტილია” “ალკორკონისთვის” ემზადება
საშობაო არდადეგების შემდეგ, ვარჯიში “კასტილიამაც” განაახლა. მადრიდელები ამ კვირას “რეალისთვის” კარგად ნაცნობ, “ალკორკონს” ესტუმრებიან. “ბლანკოსის” სარეზერვო გუნდს პაბლო სარაბიაც შეუერთდა.
“ალკორკონი” სეგუნდა ბ-ს მეორე ჯგუფში ლიდერთა შორისაა. “კასტილიას” კაპიტნის, პედრო მოსკერას თქმით, მადრიდელებს ურთულესი მატჩი ელით: “ალკორკონი” სეგუნდაში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, თანაც, ამ გუნდმა თავისი ძალა უკვე დაამტკიცა. მიუხედავად ამისა, მეტოქეს არაფერს დავუთმობთ. ბოლო შეხვედრებში საგრძნობლად მოვუმატეთ, რაც შემთხვევით არ მომხდარა.”
წარმატების იმედი “რეალის” სარეზერვო გუნდის მცველს, ნაჩო ფერნანდესსაც აქვს: “ალკორკონი” საკუთარ არენაზე ძალიან კარგად ასპარეზობს, თუმცა “კასტილია” იოლად არაფერს დათმობს. ბოლო მატჩებში დივიზიონის ლიდერებს მოვუგეთ, რითაც ჩვენი ძალა ბევრმა ირწმუნა. თუ ისე ვითამაშეთ, როგორც ამას ბოლო დროს ვაკეთებთ, “ალკორკონს” ჩვენი შეჩერება ძალიან გაუჭირდება.”
სარაბია “კასტილიაში” იასპარეზებს
შესანიშნავი საშობაო საჩუქარი მიიღო პაბლო სარაბიამ. 17 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელი “კასტილიაში” გადმოიყვანეს. ორშაბათს მან ალეხანდრო მენენდესის გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში გამართა და, სავარაუდოდ, “ალკორკონთან” მატჩშიც იასპარეზებს. ”ამ დღეს დიდხანს ველოდი,” - განაცხადა პაბლომ, “კასტილიაში” თამაში ამ ეტაპზე ჩემთვის ოპტიმალური ვარიანტია. ყველაფერს გავაკეთებ, რათა საკუთარი შესაძლებლობები დავამტკიცო. გარწმუნებთ, მწვრთნელის ნდობას გავამართლებ.”
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 29 დეკემბერი 2009
- 1 848
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.