ანჩელოტი:"ანდალუსიელებთან წარმატება ბევრ რამეს გადაწყვეტს"

კარლო ანჩელოტიმ "სევილიასთან" მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა...

"მძიმე მატჩს ველი, მაგრამ 3 ქულა გვესაჭიროება. ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ჩვენ გვეძლევა შანსი ჰანდიკაპი გავზარდოთ და დამაჯერებელი პირველი ადგილი დავიკავოთ. კარგად მახსოვს პრიმერას წინა სეზონი, სადაც ბოლო ტურებში სიტუაცია სერიოზულად აირია. ვგონებ, დასკვნითი ფაზა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ახლა გამარჯვებები გვჭირდება."

"უნაი ემერის გუნდი ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს, მათ შეუძლია კონკურენციის გაწევა, ვინაიდან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. "სევილია" ორგანიზებული კოლექტივია, მჭიდროდ თამაში ანდალუსიელებს ბრწყინვალე გამოსდით."

"სევილიელები ასევე კარგად თამაშობენ კონტრ-შეტევაზე, ბაკა კი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია. ლა ლიგის მეოთხე ადგილისთვის რამდენიმე კლუბი იბრძვის. ვფიქრობ, "ვილიარეალს", "ვალენსიას", "მალაგას" და რამდენიმე კლუბს შორის დიდი ბრძოლა გაჩაღდება."

"სისტემას დიდ მნიშვნელობს არ ვანიჭებ, რადგან ორი შესანიშნავი სქემა გვაქვს დახვეწილი. მახსოვს შარშანდელ სეზონში 4-4-2 სქემით საკმაოდ ნაყოფიერად ვითამაშეთ "ლა კოპას" ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ. გარეთ ბეილი და ხამეს როდრიგესი უნივერსალები არიან, მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ განსხვავებულ პოზიციაზე თამაში."

"ნახევარდაცვაში 4 ტიპიურ შუახაზელს ვერ დავაყენებ. თავდაცვისთვის ეს კარგი ვარიანტია, მაგრამ შეტევაში აუცილებლად გვჭირდება გააზრებული თამაში. შემიძლია მოედანზე გამოვიყვანო სამი ხედირა, ასიერ ილიარამენდი, ტონი კროოსი და ხამესი, თუმცა ეს არ იქნება აგრესიული შეტევის გარანტი, აქედან გამომდინარე აუცილებელია ეფექტური წინახაზელების გამოყენება."

"გარეთ ბეილი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს. უელსელი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება გუნდის წარმატებისთვის, სწორედ ამიტომ ჩემი მხრიდან პატივისცემას იმსახურებს. შარშანდელ სეზონში გარეთმა დიდი წვლილი შეიტანა წარმატებაში. ეჭვი არ მეპარება მიმდინარე სეზონის ბოლოს ანალოგიურის თქმა შემეძლება."

"ბეილს ყველგან თამაში შეუძლია, თუმცა მისთვის ყველაზე კომფორტული მარჯვენა ფლანგზე თამაშია. უელსელი იქ დგას, სადაც ვავალებ. ის ცდილობს კარგად შეეწყოს კარიმ ბენზემასა და კრიშტიანო რონალდუს."

"პირველ წუთზე გოლის გაშვება უსიამოვნო ტრადიციად იქცა, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს დიდი პრობლემაა. უბრალოდ ფეხბურთელებს მეტი კონცენტრაციისკენ მოვუწოდებ. დარწმუნებული ვარ, ანდალუსიელებთან უსიამოვნო ფაქტი კიდევ ერთხელ არ დაფიქსირდება და საკუთარ გეგმების განხორციელების საშუალება აუღელვებლად მოგვეცემა."

"ხამეს როდრიგესთან და მარსელოსთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ფიქრის პროცესში ვარ. კოენტრაუ ბრაზილიელს ბრწყინვალედ ჩაანაცვლებდა, მაგრამ მას მენჯის მცირე პრობლემა აქვს, აქედან გამომდინარე მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ლუკას სილვა სათადარიგოთა სკამზე იქნება, ითამაშებს თუ არა იგი მატჩიდან გამომდინარე გადავწყვეტ."

"ჩიჩარიტო ნამდვილი პროფესიონალია. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთი ჭორი გავრცელდა, თუმცა ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ საკუთარ შანსს ელის. ვარჯიშებზე მექსიკელი წინახაზელი ბოლომდე იხარჯება. ხავიერი გუნდს სჭირდება."

"ილიარამენდის თამაში აშკარად გაუმჯობესებულია. გამომდინარე იქედან, რომ შარშანდელ სეზონში სასტარტო შემადგენლობის ფიგურად არ მოიაზრებოდა, ადაპტაცია გაჭიანურდა, თუმცა წელს ბასკმა კარგად იცის მადრიდული ფილოსოფია და მოწოდების სიმაღლეზე დგას."

  • Hala
  • 3 თებერვალი 2015
  • 4 184
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)