"ვიკინგების" სიამაყე - მარტინ ოდეგარი
ნორვეგიელი ფანები ოდეგარის ტრანსფერის შემდეგ გააქტიურდნენ.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მადრიდის "რეალის" ნორვეგიული ფან-კლუბი ძალიან გააქტიურდა. ისინი თავიანთ თავს "ვიკინგებს" ეძახიან. ეს კლუბი 2001 წელს შეიქმნა და მაშინ ფანების რაოდენობა 200-ს შეადგენდა. დღეს კი "ვიკინგები" 1000-ს შეადგენენ. ოდეგარის ტრანსფერის შემდეგ, ფან-კლუბს კიდევ 30 წევრი შეემატა.
ნორვეგიაში ტელევიზიებისთვის ყველაზე პოპულარული სპორტი თხილამურებით სრიალი იყო. ტელეკომპანიები მუდამ პირდაპირ ეთერში უჩვენებდნენ ამ სპორტს, რადგან თხილამურებზე სრიალის მოყვარულთა რიცხვი წარმოუდგენლად დიდია ნორვეგიაში. რაც შეეხება ფეხბურთს, ისინი 1969 წლიდან პრემიერ ლიგას გადმოსცემდნენ. ნორვეგიაში მანჩესტერ "იუნაიტედის" და "ლივერპულის" 40 000 -მდე გულშემატკივარი იყო. ოდეგარის ტრანსფერის შემდეგ კი ფეხბურთი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ სპორტად იქცა.
"ვიკინგების" კომენტარები:
"მას შემდეგ, რაც ოდეგარი მადრიდის "რეალში" გადავიდა, ჩვენს ოჯახს 30 ადამიანი შეემატა და მას შემდეგ დღე არ გავა ისე, რომ მინიმუმ ერთი მადრიდისტა მაინც არ გავაწევრიანოთ."
"მადრიდის "რეალის" ნორვეგიულ ფან-კლუბს ძალიან გაუმართლა. ჩვენთვის უბედნიერესი დღე იყო მარტინის ტრანსფერი. აქამდე ნორვეგულ ფეხბურთს ასეთი დღესასწაული არ ჰქონია. გვეამაყება, რომ ამ ეპოქას მოვესწარით."
Marca.com
- 2 თებერვალი 2015
- 2 013
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.