ლუკას ტორო: "ოდეგარი გასაოცარი ფეხბურთელია"
მოგეხსენებათ კასტილიამ მხოლოდ ერთი გულის მოპოვება მოახერხა "ტრივალ ვალდერასთან" დაპირისპირებაში (0-0). მადრიდული აკადემიის ფეხბურთელმა, ლუკას ტორომ მატჩის დასრულების შემდეგ ოდეგარზე ისაუბრა.
"მარტინმა ჩვენთან ერთად ჯერ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა, თუმცა ამ მცირე პერიოდში მან იმედი ჩაგვისახა იმისა, რომ მის გვერდით ჩვენ უფრო ძლიერები და წარმატებულები ვიქნებით."
"დღევანდელი მატჩი დაძაბული და საინტერესო იყო. გასვლითი დაპირისპირება ყოველთვის რთულია. რა თქმა უნდა, გამარჯვების მოპოვება გვინდოდა, თუმცა საყაიმო ანგარიშს და მხოლოდ ერთ ქულას დავჯერდით."
"მოხარული ვარ იმით, რომ ჩვენი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია. იგი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც თავის გამოცდილებას ახლა უკვე მომავალ თაობებს უზიარებს."
Marca.com
- 2 თებერვალი 2015
- 1 825
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.