ვის სჭირდება BBC?
კლასიკური 4-4-2 მადრიდის "რეალმა" კვლავ გამოაცოცხლა.
მას შემდეგ, რაც კარლო ანჩელოტიმ ამ ტაქტიკას მიაგნო, ხშირი იყო საუბარი BBC-ს როლზე ამ ფორმაციის მადრიდის "რეალში". იტალიელმა სპეცალისტმა განაცხადა, რომ ის სათამაშო სქემა, რომელიც მან შეიმუშავა, წარმატებული იქნებოდა როგორც ბენზემა, ბეილი, კრიშტიანოს ტრიოსთან ერთად, ასევე მის გარეშე.
კარლიტო ფაქტის წინაშე დადგა, როდესაც რონალდომ დისკვალიფიკაცია მიიღო. ბევრი საუბრობდა, რომ მისი სიტყვების ჭეშმარიტება ახლა გაირკვეოდა და ასეც მოხდა. პორტუგალიელი სუპერ ვარსკლვავის ფუნქციები გუნდის დანარჩენმა ფეხბურთელებმა შეითავსეს. საჯარიმოში თავური დარტყმით ხამესი გამოირჩა, ხოლო თავდასხმაში ლიდერის თვისებები კარიმ ბენზემამ გამოავლინა, რომელიც იდეალურად გამოიყურებოდა.
ნახევარდაცვის ცენტრში შეუდარებელი იყო ისკო, რომელიც კროოსთან და ილარასთან ერთად ცდილობდა შეტევების ორგანიზებას. მთელი "ბლანკოსი" მობილიზებული იყო და ჩვენ ვიხილეთ არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური თამაში, რომლის წყალობითაც "თეთრებმა" "სოსიედადის" დამარცხება შეძლეს.
მიმდინარე სეზონში 4-4-2 ტაქტიკით მადრიდის "რეალმა" არაერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. გავიხსენოთ თუნდაც ჩემპიონთა ლიგა, როდესაც "მერენგების" მეტოქე "ლივერპული" იყო. იმ შეხვედრაში ბეილი აკლდა გუნდს, თუმცა ლუკა მოდრიჩმა, ტონი კროოსმა, ხამეს როდრიგესმა და ისკომ მისი არყოფნა გადაფარეს.
ერთი სიტყვით, მადრიდის "რეალში" მთავარია გუნდური თამაში და არა BBC (ბენზემა, ბეილი, კრიშტიანო).
Marca.com
- 1 თებერვალი 2015
- 7 079
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.