ისკოს და ვარანის 50-50, ხედირა კი 100
ისკომ და ვარანმა მადრიდის "რეალის" სახელით ლა ლიგაში 50 მატჩი ჩაატარეს.
ესპანელმა ნახევარმცველმა სამეფო კლუბის მაისურით 38 შეხვედრის მოგება მოახერხა პრიმერა დივიზიონში და 10 გოლი გაიტანა. ისკოს დებიუტი ლა ლიგის პირველივე მატჩში შედგა გასულ სეზონში, როდესაც "ბლანკოსი" "ბეტისს" დაუპირისპირდა (2-1). მიმდინარე სეზონში კი ამ უკანასკნელმა მხოლოდ ორი მატჩი გამოტოვა, საერთო ჯამში კი 18 ჩატარებული შეხვედრა დაუგროვდა.
რაც შეეხება რაფაელ ვარანს, მის ანგარიშზეც აგრეთვე 50 მატჩია ლა ლიგის ეგიდით. აქედან ფრანგმა მცველმა 40-ჯერ გამარჯვება იზეიმა, 5 მატჩში მარცხი იწვნია, ხოლო 5-ში კი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ვარანი უკვე მეოთხე სეზონს ატარებს სამეფო კლუბში. მისი დებიუტი 2011 წელს შედგა და იმავე წელს მოახერხა თავისი პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი გოლის გატანა პრიმერა დივიზიონში.
საიუბილეო ჩატარებული მატჩების ოდენობა დაუგროვდა სამი ხედირასაც (100 შეხვედრა) ლა ლიგაში. მან ჩატარებული დაპირისპირებების 70%-ზე მეტში იმარჯვა. გერმანელი ცენტრალური ნახევარმცველი უკვე ხუთი სეზონია მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს.
Realmadrid.com
- 1 თებერვალი 2015
- 3 160
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.