"იუნაიტედი" დე ხეას კვირაში 240 000 ევროს სთავაზობს
მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დავიდ დე ხეასთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც ესპანელი კიპერის ხელფასი საგრძნობლად გაიზრდება...
"წითლები" მზად არის დავიდს კვირაში 240 000 ევრო შესთავზონ, მსგავსი ოდენობის ხელფასი "მანჩესტერის" ისტორიაში არცერთ კარის დარაჯს არ ჰქონია.
გულშემატკივრებს დე ხეა გუნდის საუკეთესო მოთამაშედ მიაჩნიათ და ახალგაზრდის ინგლისში დარჩენას ითხოვენ.
საქმე იმაშია, რომ ფლორენტინო პერესი "უტდ"-ს აჩრდილივით დასდევს თან. როგორც სჩანს, ფეხბურთელსაც გული ესპანეთის დედაქალაქისკენ მიუწევს, აქედან გამომდინარე ტრანსფერის გაჩარხვა საკმაოდ რეალურია.
ამასთავე პრესაში გავრცელდა მანჩესტერული კლუბის მთავარი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს, რომ დავიდის "რეალში" გადასვლას უკვე შეეგუა.
ხელმძღვანელობამ სუპერ შეთავაზება უკვე გაამზადა, ახლა კი ჯერი გოლკიპერზეა."
- 1 თებერვალი 2015
- 2 531
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.