კასილასი: "ამერიკაში თამაშზე სერიოზულად ვფიქრობ"
იკერ კასილასი პრეს-კონფერენციაზე მრავალ აქტუალურ თემას შეეხო.
"ამერიკის ლიგაში თამაშზე სერიოზულად ვფიქრობ, რადგან ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც ახალი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. თვალ-ყურს ვადევნებ ამ ჩემპიონატს და ვსწავლობ მას. აღმოვაჩინე, რომ ეს გათამაშება საინტერესოა და ვფიქრობ საკუთარი ძალები აუცილებლად უნდა მოვსინჯო."
"ამჟამად მე მადრიდის "რეალში" ვარ და აქ თავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ. მოდით ვიყოთ რეალისტები.. მე იმდენად კარგად ვეღარ ვთამაშობ, როგორც ადრე. ჩემი დრო ნელ-ნელა მიდის და ვფიქრობ კარგი იქნება, თუ ჩემს ადგილს მომავალ თაობებს დავუთმობ. მე სამეფო კლუბი უზომოდ მიყვარს და მინდა, რომ "ბლანკოსის" კარში მუდამ საუკეთესო იდგას."
"საშობაო არდადეგებმა ფორმიდან ამოგვაგდო. ჩვეულ რითმში ვერ ვატარებთ შეხვედრებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავნებდებით. სამწუხაროდ კოპა დელ რეის გამოვემშვიდობეთ, მაგრამ აქტიურ შრომას ვაგრძელებთ, რათა კვლავ საუკეთესო კონდიციებში შევიდეთ. დარწმუნებული ვარ მიმდინარე სეზონი კვლავ საუკეთესო იქნება ჩვენთვის."
"ლა ლიგაში ვითარება ძალიან დაძაბულია. თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არ უნდა მოვდუნდეთ და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ აგრეთვე პაექრობა მოგვიწევს ევროპის საუკეთესო კლუბებთან ჩემპიონთა ლიგაზე. ასე რომ წინ საინტერესო მატჩები გველის."
"ის რაც რონალდომ გააკეთა, წარსულს ჩაბარდა. კრიშტიანო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და ვფიქრობ ეს საკმარისია. იგი ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როდის დაბრუნდება კვლავ მინდორზე. იყო რონალდო, გაკვირდებოდეს მუდამ კამერები, მუდამ დიდი პრესინგი მოდიოდეს... ეს ურთულესია. ჩემი აზრით, CR7 არის მადრიდის "რეალის" ისტორიის საუკეთესო შენაძენი."
Marca.com
- 31 იანვარი 2015
- 3 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.