პეპეს "რეალში" დარჩენა-არდარჩენის საკითხი დღეს წყდება"
ინგლისში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციებს ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც ფლორენტინო პერესი დღეს კეპლერ პეპესთან დაკავშრებით კიდევ ერთი წინადადებას მიიღებს, რომელიც საკმაოდ სარფიანი იქნება...
დღეს, იანვრის ბოლო დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება, მანუელ პელეგრინიმ კი საკუთარი სურვილი ვერ აისრულა და მადრიდის "რეალის" დაცვის ბურჯი საკუთარი კლუბის რიგებში ვერ ჩარიცხა.
"სიტის" ხელმძღვანელობა კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს, ინგლისურ მხარეს ძალიან სურს ბრაზილიური ფესვების მქონე პორტუგალიელი პრემიერლიგაში გადაიყვანოს.
ჯერ-ჯერობით არ სახელდება თანხა, თუმცა კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით ინგლისელები მზად არის მოთამაშის სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო გადაიხადონ, რაც პეპეს ასაკის ფეხბურთელისთვის მართლაც ძალიან დიდი თანხაა.
შეგახსენებთ, მრავალი წლის წინ კეპლერი "პორტოდან" 30 მილიონ ევროდ იქნა შეძენილი, მას შემდეგ "სამიანი" სერხიო რამოსთან ერთად მადრიდული გუნდის დაცვის ბურჯად გვევლინება.
- 31 იანვარი 2015
- 4 476
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.