ოქროს ბურთი თუ ოქროს "დაცემა"?

კრიშტიანო რონალდო უკან-უკან მიდის.

მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალი" მაროკოში გამართული მსოფლიო საკლუბო მუნდიალიდან ჩემპიონის რანგში დაბრუნდა, კრიშტიანო ძალიან ცუდად გამოიყურება. მისმა გოლების რაოდენობამაც მოიკლო და მინდორზე დაფარული ფართობის ციფრებმაც. მიუხედავად ყველაფრისა, მან მაინც შეძლო ოქროს ბურთის მოპოვება, რის გამოც კითხვა, რომელიც ბევრს აწუხებდა, ახლა უფრო აქტუალური გახდა: "არის თუ არა CR7 ოქროს ბურთის ღირსეული მფლობელი"...

რომ გადავხედოთ ტენდენციას, რომელსაც პორტუგალიელი ვარსკვლავი მიჰყვება, დავინახავთ, რომ რონის ყოველი ოქროს ბურთის მოგების შემდეგ ეწყება ჩავარდნა, რის შემდეგაც იგი კვლავ ახერხებს ფეხზე წამოდგომას და ძალების მოკრებას. ასეთი რონალდო კი ყველას შიშის ზარს სცემს.

გავიხსენოთ 2008-09 წლების სეზონი, როდესაც კრიშტიანო მანჩესტერში თამაშობდა. მაშინ ოქროს ბურთის ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვების შემდეგ თამაში ძალიან მძიმედ დაიწყო. ეს აისახა მის გატანილ გოლებზეც. ზედიზედ ათ შეხვედრაში პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა ბურთის შეგდება მეტოქის კარში, რაც ამ მოთამაშისთვის კატასტროფული შედეგია. მიუხედავად ამისა მან სრული დატვირთვით განაგრძო თავის თავზე მუშაობა და კვლავ მოახერხა ძველი დიდების დაბრუნება.

უკანასკნელი 8 შეხვედრის გათვალისწინებით, მიმდინარე სეზონში რონალდო 0.63-ჯერ ახერხებს გოლის გატანას. თუმცა მადრიდელი გულშემატკივარი მას თანადგომას უცხადებს და დარწმუნებულნი არიან, რომ CR7 კვლავ დაბრუნდება მინდორზე იმ კონდიციებით, რითაც მან "ოქროს ბურთის" მოგება შეძლო.

Marca.com

  • Junior
  • 31 იანვარი 2015
  • 5 407
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)