"რეალი" ზედიზედ 4 შეხვედრას ჩაატარებს მადრიდში.
სამეფო კლუბს მადრიდის დატოვება მიყოლებით ოთხი შეხვედრაში არ მოუწევთ.
"ბლანკოსი" პირველ მატჩს სანტიაგო ბერნაბეუზე "სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს. ოთხი დღის შემდეგ კი მათი მეტოქე "სევილია" იქნება, რომელსაც აგრეთვე ბერნაბეუზე დაუპირისპირდებიან (შეგახსენებთ, რომ ეს არის ის გადადებული მატჩი, რომელიც მსოფლიო საკლუბო მუდიალის ჩატარების პერიოდს დაემთხვა). 7 თებერვალს "თეთრები" გასვლით მატჩს ჩაატარებენ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ეს კლუბიც მადრიდულია, და "რეალს" ესპანეთის დედაქალაქის დატოვება არ მოუწევს.
ბოლოს კი, 14 თებერვალს "მერენგები" კვლავ საკუთარ სტადიონზე "დეპორტივოს" შეხვედბიან. ამის შემდეგ, 18 თებერვალს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი, რომელსაც მადრიდის "რეალი" "შალკეს" წინააღმდეგ გამართავს (გასვლაზე).
Realmadrid.com
- 30 იანვარი 2015
- 2 734
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.