რამოსის კონტრაქტს ზაფხულში გადახედავენ
ესპანეთის დედაქალაქში კვლავ აქტუალურია ანდალუსიელი მცველის მომავალი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კლუბის პირველი შეთავაზების დაბლოკვის შემდეგ, უკვე შედგა ფლორენტინო პერესისა და სერხიო რამოსის შეხვედრა, სადაც პრეზიდენტმა მოდუნებისკენ მოუწოდა ფეხბურთელს და დაპირდა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული საკითხები, ზაფხულში გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ რამოსის მოქმედ ხელშეკრულებას 2017 წლის 30 ივნისს ეწურება ვადა.
AS
- 30 იანვარი 2015
- 1 637
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.