„მანჩესტერი“ ბეილს არ ეშვება
რამდენიმე დღის წინ, გარეთ ბეილმა დასძინა, რომ ბედნიერად გრძნობს თავს და კონტრაქტის ამოწურვამდე არ აპირებს მადრიდის დატოვებას, თუმცა მიუხედავად ამისა, „წითელი ეშმაკუნები“ ფეხბურთელს ვერ ივიწყებენ.
ლუის ვან გაალის აზრით, „მანჩესტერს“ ისეთი შემტევი ფეხბურთელის დამატება ესაჭიროებია, როგორიც უელსელია.ამიტომაც, მისი ტრანსფერისათვის 150 მილიონი ევრო აქვთ გადადებული.
გავრცელებული ინფორმაციით, არც „რეალი“ გეგმავს შემადგენლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრის გაშვებას, თუმცა თავის მხრივ, მადრიდელები ინგლისელების კიპერის, დავიდ დე ხეას შესაძლებლობებით არიან დაინტერესებულნი და აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში მოლაპარაკებებიც დაიწყოს.
AS
- 30 იანვარი 2015
- 2 050
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.