„სოსიედადთან“ ხამესის თამაში სათუოა
დიდი ალბათობით, კარლო ანჩელოტის კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდება სანსებასტიანელების წინააღმდეგ.
AS-ის ცნობით, განვლილი ვარჯიში კოლუმბიელმა ნახევარმცველმა გრიპის გამო გამოტოვო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შაბათის პაექრობისთვის მოასწროს გამოჯანმრთელება და სასურველ კონდიციებში ჩადგომა.შესაბამისად, იტალიელი დამრიგებელი უკვე ფიქრობს მის შემცვლელზე.
ერთ-ერთ ვარიანტად, ხესე როდრიგესის სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლა განიხილება.ტრავმის მოშუშების შემდეგ, პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ახალაგზრდა შემტევი საწყისი წუთებიდან ჩაერთვება საქმეში.
შეგახსენებთ, რომ „რეალ სოსიედადთან“ დაპირისპირებას, კრიშტიანუ რონალდუც ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს
AS
- 30 იანვარი 2015
- 3 418
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.