"ლაციოს" ხავიერ ერნანდესის წაყვანა სურს
ცნობილი ესპანური გამოცემის, "მარკას" ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ფორვარდის, ხავიერ ერნანდესის შეძენით რომის "ლაციო" დაინტერესდა...
კარლო ანჩელოტიმ მექსიკელი ფორვარდი დაივიწყა. ექს მანჩესტერელს უკვე დიდი ხანია მოედანზე არ მოუსინჯავს ძალები. სეზონის სტარტზე ჩიჩარიტოს მეტი სათამაშო დრო ჰქონდა, ახლა კი მისი ადგილი კლუბში პრაქტიკულად არ მოიპოვება, სწორედ ამიტომ რომაელები ფიქრობენ, რომ ფლორენტინო პერესი სეზონის ბოლოს მექსიკელ ფორვარდს "უტდ"-ში დააბრუნებს და მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი იქნება.
გადაწყვეტილია, რომ ჩიჩა მომდევნო სეზონს "ბლანკოსში" აღარ გაატარებს, რადგან მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მეტისმეტად დაბალია.
ჯერ-ჯერობით, ხავიერის ანგარიშზე მხოლოდ 509 წუთია, აქედან ლა ლიგაზე 161 წუთი მოდის, სამეფო თასზე 180, ჩემპიონთა ლიგაზე კი 168.
ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ კარლიტო მექსიკელს სასტარტოში იშვიათად ამწესებს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა, როდესაც მეტოქე "ლუდოგორეცი", "კორნელია" და მსგავსი სახის დაბალი დონის კოლექტივები იყვნენ მეტოქედ წარმოდგენილნი.
- 30 იანვარი 2015
- 1 313
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.